პარლამენტთან აქციაზე 5 აქტივისტი დააკავეს

პარლამენტთან აქციაზე 5 აქტივისტი დააკავესპარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. სავარაუდოდ, 5 აქტივისტია დაკავებული.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია გიორგი მუმლაძეს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდა.

შეკრებილები პარლამენტთან კარვის გაშლას აპირებდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციას უკვე ირაკლი ღარიბაშვილის ხელი დაეტყო.