კითხვაზე : “რა იქნება მისი პირადი გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან დაკავშირებით” “ქართული ოცნების” დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ პარლამენტში პირადი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვს.”პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვემხრობი კანონის უზენაესობას. პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში, ხომ ხვდებით” , – აცხადებს ბოლქვაძე,
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიასთვის, გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს – უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ხვალ, 16 თებერვალს საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

