აქცია-მსვლელობაზე ორი აქტივისტი დააკავეს, ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიშვილი, არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ოფისთან აქტივისტებმა წარწერები გააკეთეს, რაც დაკავების მიზეზი გახდა. არიან დაშავებული აქტივისტებიც.
“ჩემი აზრი გამოვთქვი და მომვარდა 20-მდე პოლიციელი , სუნთვქა შემეკრა ….” – აცხადებს გიორგი მუმლაძე.
შეგახსნებთ, რომ აქცია-მსველობა ცოტა ხნის წინ დაიყო პარლამენტთან – აქტივისტები დაწესებულ რეგულაციებს და 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ.

