ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.