“ქვეყანამ გულიდან ამოგიმღერა” – თემურ წიკლაურს ყოფილმა სიძემ, დეფი გოგიბედაშვილმა, ლექსი მიუძღვნა

"ქვეყანამ გულიდან ამოგიმღერა" - თემურ წიკლაურს ყოფილმა სიძემ, დეფი გოგიბედაშვილმა, ლექსი მიუძღვნათემურ წიკლაურს, რომლის გარდაცვალებიდან თვეც არ გასულა, პოეტმა დავით დეფი გოგიბედაშვილმა ლექსი მიუძღვნა.

დეფი თემურის ყოფილი სიძეა. დეფის და ქეთი წიკლაურის ქორწინებამ  6 წელს გასტანა და წყვილის ვაჟი 21 წლის არის.

პოეტზე ძალზედ იმოქმედა ყოფილი სიმამრის უდროოდ გარდაცვალება. მან ეს სიყვარული ლექსად ამოთქვა.

“ერთი წამით გვაქვს ათასი წელი, თანავარსკვლავედთან თავს ავიმსგავსებთ,
თან ყურს მივუგდებთ, ვუსმენთ და ვმღერით, სიმღერა – პასუხი ყველა კითხვაზე.
თუმცა კითხვები ჩვენ აღარა გვაქვს, რა კითხვა უნდა სიცოცხლის ლტოლვას,
სიცოცხლით ტრფობა, აზრი ზღაპართა, სამყაროს გავლით ჩვენამდე მოვა,
თუ რამ წავიდა, გადაიბადა, აგე იქ სადღაც ისევ ავყურებთ,
სიცარიელეს ყველა ცის კართა, მთვარეშერჩენილ იმ დიდ საგულეს.
რიჟრაჟიც ნატვრებს გადაეფარა, სევდად შერჩენილ ღვთის საფიქრელად,
შენ როგორც ერთხმად მთელმა ქვეყანამ, თავის გულიდან ამოგიმღერა.”

ქეთი წიკლაური: – დეფიმ მესენჯერში ჩამიგდო ეს ლექსი. ნება ავიღე, თუ შეიძლება გამოვაქვეყნებ-მეთქი… პირიქით, გაუხარდა…

რაც მამა ავად იყო, წუხდა, გვგულშემატკივრობდა.

ოთხი წელია, ამერიკაშია და წარმატებები აქვს. უზომოდ ამაყი ვარ ამით. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ დეფი განსაკუთრებული ნიჭის პატრონია.

ექვსი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ახალგაზრდები ვიყავით. სხვა ცხოვრება იყო. ახლა რომ ვიხსენებ, თითქოს მზის სხივებით იყო მთელი ის პერიოდი განათებული… კარგი დრო იყო.

დეფი ჩვენი ოჯახის სწორი და ტოლია. ჩვენი ურთიერთობა ღრმა და საინტერესო გახლდათ.

ჩემთვის ეს საოცარი ლექსი ფასეულია. დეფის მადლიერი ვარ. მას მამა უყვარდა…

პრაიმ ტაიმი