„რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს თვითონ არ იხდის“ – სანიკიძე მელიაზე

„რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს თვითონ არ იხდის“ - სანიკიძე მელიაზე“რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს გადახდაზეა საუბარი და თვითონ არ იხდის“, – აცხადებს „ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ჟურნალისტების კითხვას ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

“რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს გადახდაზეა საუბარი და თვითონ არ იხდის, რანაირად შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური პატიმარი? მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებით – იმ ადამიანს, რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, დარწმუნებული ვარ, გადაიხდიდა და გარეთ იქნებოდა,“ – განაცხადა სანიკიძემ.