საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გერმანიაში არ წავიდნენ.
თემასთან დაკავშირებით მან “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ქართველ ხალხს გარანტიას აძლევს, რომ “უახლოეს თვეებში საქართველოში იმაზე მეტი შემოსავალი ექნებათ, ვიდრე გერმანიაში”.
“გერმანიაში ნუ მიდიხართ. მე გაძლევთ გარანტიას, არ ვაპირებ არანაირი პოსტის დაკავებას, მაგრამ ჩვენ, ყველანი ერთად გაძლევთ გარანტიას, რომ იმაზე მეტი შემოსავალი გექნებათ საქართველოში უახლოეს თვეებში, ვიდრე გერმანიაში.
რა დაგკარგვიათ ამ გერმანიაში. ვარ აგერ ყველაზე მაგარ ადგილზე ძალიან კარგად მოწყობილი, სამშობლოს არაფერი არ ცვლის, ხალხო”, – თქვა სააკაშვილმა.
18 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 65.821-მა ადამიანმა გაიარა. დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

