სალომე ზურაბიშვილი – “ოცნებამ” ოპოზიციონერების მანდატები არ უნდა გააუქმოს”

სალომე ზურაბიშვილი - "ოცნებამ" ოპოზიციონერების მანდატები არ უნდა გააუქმოს"საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე საჯარო მიმართვას აკეთებს და “ოცნებას” მოუწოდებს, არ გააუქმოს ოპოზიციის მანდატები მთავარ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა და საჭიროა  მრავალფეროვანი და ქმედითი საკანონმდებლო ორგანო.

თუმცა იქვე უმრავლესობის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას ოპოზიცია სჭირდება.

დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება, დრო არ ითმენს. პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი მოითხოვს ეფექტიან პარლამენტს – ამბობს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ოპოზიციას მე-10 მოწვევის პარლამენტში ისეთი ბერკეტები აქვს, რომლებიც არ უნდ დათმოს და უნდა გამოიყენოს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბრიუსელში მისი ვიზიტის დროს, არავის გამოუთქვამს აზრი, რომ საქართველოს ახალი არჩევნები სჭირდება.

მთავარი