გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, მე-4 მიკრორაიონში რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაჭრილია 1 ადამიანი.
ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე დაპირისპირება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.