თბილისში ბელიაშვილზე მანქანა მოპედს დაეჯახა

თბილისში ბელიაშვილზე მანქანა მოპედს დაეჯახათბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილი მოპედს შეეჯახა, შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა.

ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.