თბილისში სანაპიროზე მანქანა კედელს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისში სანაპიროზე მანქანა კედელს დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპათბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს დაეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.