თბილისში სკვერში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში სკვერში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, უზნაძის ქუჩაზე სკვერში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო პირი, დაახლოებით, 50 წლამდე მამაკაცია. ის სკვერში სკამზე დამჯდარ მდგომარეობაში, გაყინული იპოვეს.