10 თებერვალს ღამით თბილისში, სვანეთის უბანში, გაზი აფეთქდა.
არიან დაშავებულები. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა.
როგორც “მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ასპინძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, აალდა ბუნებრივი აირი. შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, ჩაიმსხვრა შუშები და ორმა ადამიანმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს სასწრაფო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

