მარნეულელი აქტივისტი სამირა ბაირამოვა ფონიჭალაში, სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვების ნიშნობის საქმეს ეხმაურება.
სამირა ბაირამოვა თავის ისტორიას იხსენებს, როცა არ ჰქონდა თოჯინა, მაგრამ ჰქონდა მზითევი.
“10 წლის ვიყავი და დედაჩემს ვთხოვე, რომ თოჯინა ეყიდა,- შენ დიდი გოგო ხარ, რათ გინდა თოჯინაო. ამასობაში არასოდეს მქონდა თოჯინა, მაგრამ უკვე მზითვები კი მქონდა.
დღემდე ეს ჩემ გულში შავი ჭრილობაა,” – წერს ბაირამოვა.