ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავება ხელისუფლებაში კლანებს შორის დაპირისპირების გამოხატულებაა.
– ლევან, სულ საუბრობდით კორუფციაზე თბილისის მერიაში. ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავეს. რას იტყვით ამ ინციდენტზე?
– ეს კლანებს შორის დაპირისპირება უფროა, ვიდრე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. წვრილფეხა კორუმპირებულების დაკავება სიტუაციას ვერ შეცვლის. მსხვილფეხა კორუმპირებულებს უნდა მიხედონ, კალაძეს, ხმალაძეს.
ხმალაძეს რომ ერთმილიონიანი სახლი აქვს, რატომ არავინ დაინტერესდა, საიდან?! 4000-ლარიანი ხელფასით როგორ მოახერხა ამდენი, რატომ არ ინტერესდება გამოძიება?! თუ ვინმეა დასაჭერი მერიაში, ესენი კალაძე და ხმალაძე არიან, ასევე – საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები, გამგებლები, რომლებიც ყელამდე კორუფციაში არიან! ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე შიდაკლანურ დაპირისპირებას შეეწირა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ის ქრთამს ისე იღებდა, გამგებელმა არაფერი იცოდა, ძალიან ცდება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა