„წულუკიანს საფრანგეთში 5 წლით ციხეში ჩასვამდნენ და 300.000 ევროთი დააჯარიმებდნენ“ – რევაზ ბოჭორიშვილი

„წულუკიანს საფრანგეთში 5 წლით ციხეში ჩასვამდნენ და 300.000 ევროთი დააჯარიმებდნენ“ - რევაზ ბოჭორიშვილისაფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას ასე გამოეხმაურა:

„ყოფილ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება და ნამდვილი იურისტის დიპლომი რომ ჰქონოდა მიღებული საფრანგეთში, შეიძლება სცოდნოდა საფრანგეთის სასამართლო კოდექსის 226-22 მუხლი.
ანუ, მისი დღევანდელი საქციელი, თუ გამიზნულად არის ჩადენილი, დასჯადია 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 300.000 ევროს ჯარიმით.. თუ უნებლიედ მოუვიდა… მაშინ 3 წლით და 100.000 ათასი ევროს ჯარიმით…
ნორმალურ სახელმწიფოში პირად მონაცემთა გასაჯაროვება მესამე პირის მიერ უმკაცრესად ისჯება..
საქართველოში….“