ვინ არის ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად წარადგინა

ვინ არის ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად წარადგინაირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად, თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ, მას შემდეგ დატოვა, რაც ის გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე 2016- 2019 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. 2015 – 2016 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორი; 2015 წ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე; 2010 – 2015 წწ – MFA საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფინანსური მენეჯერი; 2007 – 2010 წწ. – ს.ს. „კორ – სტანდარტ ბანკი“; ბიზნესის განვითარების დირექტორი; 2007 წ. – ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; საბურთალოს ფილიალის მმართველი 2006-2007 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი 2005-2006 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი – პირადი ბანკირი 2004-2005 წწ. – ს.ს. „ქართუ ბანკი“; პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტი; უფროსი სპეციალისტი2001 – 2004 წწ. – საქართველოს ეროვნული ბანკი; სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი; 1999 – 2001 წწ. – შპს „ლუქსი“; ფინანსური მენეჯერი; 1998 – 1999 წწ. – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013-2014 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ორგანიზებისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული აქვს ორი პირადი მადლობა; მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და სიგელები; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სემინარსა და კონფერენციაში; ჯუანშერ ბურჭულაძეს 1994 – 1998 წლებში საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული 1999 წელს ქ. ოქსფორდის (Swan) სკოლაში ინგლისური ენის კურსები.