ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი აფეთქდა – შემთხვევის შედეგად შენობა სრულად განადგურდა.
აფეთქება გაგკაევის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ მაგნიტში მოხდა.
აფეთქების დროს, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, სუპერმარკეტი დაკეტილი იყო და მასში მომხმარებლები არ იმყოფებოდნენ.
მაშველებმა აღმოაჩინეს 33 წლის მამაკაცი, რომელმაც ნანგრევებიდან გამოსვლა მოახერხა. ის თავს კარგად გრძნობს.
“ჩემ გარდა იქ არავინ იყო” – უთხრა ზურაბ ზასეევმა ჟურნალისტებს.

