აფხაზი გოგონა, რომელმაც ტიკ-ტოკ ვიდეოში თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა, საოკუპაციო რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს.
“მე გამოვაქყევნე ვიდეო, რომ აფხაზეთი საქართველოა. მე მთხოვეს. ამას ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ”. – ამბობს გოგო, სახელად ტანია.
გოგოს საქციელი დაგმო მისმა მამამაც.
“ეს უსამართლობაა. მე ომი გამოვიარე”.
მამას ჰკითხეს, როგორ მისცა გოგომ თავს ამის უფლება, რაზეც კაცმა უპასუხა:
“მე არ ვიცოდი და ვერც ვიფიქრებდი, რომ ის ასეთ რამეზე წავიდოდა”.
ტიკ ტოკზე ვიდეო, სახელწოდებით “აფხაზეთი საქართველოა” აღარ იძებნება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო რეჟიმი სჯის ადამიანს, რომელიც საქართველოს მხარდააჭერას გამოხატავს.
2020 წლის 8 დეკემბერს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ირაკლი ბებუას.
2020 წლის 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“, აღნიშნავდა, ბებუამ სცადა დაეწვა ე.წ აფხაზეთის დროშა და დე ფაქტო სიმბოლოები. მისი დაპატიმრების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
ფორმულა

