აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი გახდა

აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი გახდააშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ მერიკ გარლანდის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

გარლანდის კანდიდატურის სასარგებლოდ ხმა 70-მა სენატორმა მისცა, 30 კი წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ მომხრეებს შორის 20 რესპუბლიკელი სენატორიც იყო.

დემოკრატები ყოფილ გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს ტრამპის პირადი და პოლიტიკური სახელით მოქმედებაში ადანაშაულებდნენ.

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, გარლანდი ”აცნობიერებს, რომ მთავარი პროკურორის საქმე კანონის უზენაესობის დაცვაა, განსხვავებით პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროინდელი გენერალური პროკურორებისგან, რომლებიც ხშირად თაყვანს სცემდნენ კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართულ მის ახირებასა და სურვილს“.

იპნ