“ასტრაზენეკას საქართველოში შემოტანაში პრობლემას ვერ ვხედავ” – სერგო ჩიხლაძე

"ასტრაზენეკას საქართველოში შემოტანაში პრობლემას ვერ ვხედავ" - სერგო ჩიხლაძესაქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის შემოსვლაზე “ახალ თაობას” “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ესაუბრა:

– ასტრა ზენეკასთან არსებობს რაღაც გართულებები და რამდენიმე ქვეყანაში შეაჩერეს მისი გამოყენება იქამდე, სანამ გამოიკვლევენ ამ საკითხებს. მაგრამ ეს გართულებები ჯდება იმ ფარგლებში, რაც შეიძლება ვაქცინას ჰქონდეს.

– თუმცა, რისკი ხომ არის მაინც?

– არა, არასწორად ვსვამთ საკითხს. რისკი ნებისმიერ წამალთან დაკავშირებით შეიძლება იყოს. თავის ტკივილის წამალიც რომ დალიოს 1.000-მა ადამიანმა, შესაძლოა ერთთან დაკავშირებით რაღაც გართულება გამოიწვიოს. რისკი იმ ზღვარს არ სცილდება, რაც ნებისმიერ ვაქცინას შეიძლება ჰქონდეს,  უბრალოდ, რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა, რომ უკეთესად შეისწავლოს ეს პროცესი.

– ანუ საქართველოში ასტრაზენეკას შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავთ?

– არა, პრობლემას ვხედავ იმას, რომ ვერ შემოვიდა პფაიზერი, მოდერნა და სხვა მწარმოებლებთან ვერ აწარმოეს მოლაპარაკებები. პრობლემაა ის, რომ რაც შემოვიდა, ეს არის ზღვაში წვეთი. რეალურად უნდა შემოდიოდეს 300-400 ათასი დოზა. შემოვიდა 43.000 ათასი დოზა და ვიცით, რომ მაისის ბოლომდე შემოვა კიდევ 80.000 დოზა, სულ 120.000 ასტრაზენეკა, მაშინ როდესაც, თვეში 300-400 ათასი დოზა უნდა შემოდიოდეს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა