ავარია ქობულეთში – 1 ადამიანი დაიღუპა

ავარია ქობულეთში - 1 ადამიანი დაიღუპაქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.გარდაცვლილია 47-წლამდე მამაკაცი, რომელიც ამავე სოფლის მკვიდრია.

“ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი, იგი მარტო იმყოფებოდა. არავინ არ დაშავებულა. რა გახდა ავარიის მიზეზი, დეტალები არ ვიცი”,- აცხადებს სოფლის რწმუნებული ჯაბა სტამბოლიშვილი.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

იპნ