ბარსელონას პრეზიდენტ ლაპორტას კაბინეტს მანანა გიორგაძე უხელმძღვანელებს

ბარსელონას პრეზიდენტ ლაპორტას კაბინეტს მანანა გიორგაძე უხელმძღვანელებს“ბარსელონას” ახალმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბის კაბინეტი დააკომპლექტა და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქართველი იქნება.

კლუბის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა გიორგაძე გახდება. მანანა გიორგაძე ქართველი ბიზნესმენის, გიორგი მიქაძის მეუღლე გახლავთ და ლაპორტას “ბარსაში” წინა ყოფნისას მისი მდივანი იყო.

ლაპორტას კაბინეტში სამი ვიცე-პრეზიდენტი იქნება: რაფა იუსტე, ედუარდ რომეუ და მარია ელენა ფორტი. გენერალური მენეჯერის პოსტს ფერან რევერტერი დაიკავებს, ხოლო მრჩეველი ენრიკ მასიპი იქნება.