ყატარ ოუფენის (საპრიზო ფონდი 1.153.560) ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) რეიტინგის 33-ე ნომერი, ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 7:6, 6:1 დაამარცხა. მატჩი საათი და 16 წუთი გაგრძელდა.
შეგახსენებთ, აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) სძლია.
ფინალში ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის (13) დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ანდრეი რუბლიოვი 6:3, 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილი რობერტო ბაუტისტა აგუტის ოთხჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ მოუგო.
სპორტალი