ბათუმში ხანძარში უსინათლო მამაკაცი დაიღუპა

ბათუმში ხანძარში უსინათლო მამაკაცი დაიღუპახანძრის შედეგად ბათუმში ერთი ადამიანი გარდაიცვალა – პუშკინის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სადაც 5 ოჯახი ცხოვრობდა.

მეხანძრე-მაშველებმა  შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოახერხეს. ცეცხლის ლოკალიზებისას კი ერთი პირის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი შშმ პირია.

ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ისმის, რომ კორპუსში ცხოვრობდა უსინათლო კაცი.

ადგილზე 5 სახანძრო ცისტერნა მუშაობს.