გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კალაძე “ქართული ოცნებიდან” რომ წავიდეს, ამით მაინც ვერ იცვლება პოლიტიკური მოცემულობა.
– რატომ?
– ოპოზიციურ ელექტორატში უნდა ეძებოს მომხრეები.
– “ქართული ოცნებიდან” ვერ წაიყვანს?
– ძალიან ცოტას, უმნიშვნელოს. გახარია ქვეყნის პრემიერი, ლეგიტიმაციის გარანტია და სიის პირველი ნომერი იყო. არჩევნებზე მან აიღო გარკვეული ხმები. ეს ფიგურა გავიდა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ ვერ შეცვალა პოლიტიკური მოცემულობა. ქვეყანაში ასეთ ფაქტორს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. გახარია ოპოზიციაში დემონსტრაციულად რომ გადასულიყო, ამას კიდევ შეიძლებოდა რაღაც გავლენა მოეხდინა პროცესზე.
პოლიტიკაში დაბრუნებულმა გახარიამ მომხრეები ოპოზიციურ სივრცეში უნდა ეძებოს. “ოცნებაში” მყოფ თავის მომხრეებს ვერ გადაიყვანს, ანუ მას ამომრჩეველს ვერ წაართმევს.
– “ქართული ოცნების” ამომრჩეველი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველია?
– არა, ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმია. სწორედ ავტორიტარიზმი ქმნის ამ მოცემულობას. ამომრჩეველი თავისუფალი ვეღარ არის. ბაღის მასწავლებელს შეიძლება მოსწონდეს კალაძე, მაგრამ ის კალაძეს ოპოზიციაში ვერ გადაჰყვება.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა