ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას პერსპექტივებზე საუბრობს:
– გახარიას ბევრი ცოდვა, დანაშაული და გადაცდომა აქვს აკიდებული. საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება დასავლურ სტრუქტურებს. ეს ხელისუფლება ორად გაიყო.
– ეს ორი ნაწილი ერთმანეთის ოპონენტი არ იქნება?
– „რუსული ოცნება“ ორად გაიყო. ორივე რუსეთს წარმოადგენს. გახარია ივანიშვილის კი არა, რუსეთის პროექტია. ივანიშვილიც რუსეთის პროექტია და გახარიაც. მათ ჩრდილოეთში ცალ-ცალკე პატრონები ჰყავთ. „ოცნება“ არ უწყობს ხელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
– „ოცნება“ ამას იმ ოპოზიციაზე ამბობს, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს. მისი თქმით, ეს ანტიდასავლური დესტრუქციული ოპოზიციაა.
– ამ სიტყვებს შიდამოხმარების მიზანიც ვერ ექნება. არსებობს შარლ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმა. „ოცნებამ“ არაფერი შეასრულა. პოლიტპატიმრებს ოპოზიცია ხომ არ გაათავისუფლებს! გახარიას გამოშვებით უნდათ სიტუაციიდან თავის დაძვრენა. გახარიას შანსი არა აქვს.
– მას ქარიზმატულ ფიგურას უწოდებენ. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ მას სამეგრელოში აქვს სერიოზული დასაყრდენი.
– გახარიას ქარიზმატულობას უკომენტაროდ დავტოვებ. ეს სასაცილოა. სამეგრელოში, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, ცხოვრობს შეგნებული პატრიოტი ხალხი. ეს მოსახლეობა ფრონტისპირა რეგიონშია. საყრდენი შეიძლება იყოს პოლიტიკური, პატრიოტული, მაგრამ არა პრორუსული და კრიმინალური. რუსულ პროექტს წარმატება არ ექნება არც სამეგრელოში და არც სხვა რეგიონებში.
– ბევრი ამბობს, რომ გახარიას გადადგომა ტრიუკი იყო და ნიკა მელიას საწინააღმდეგო სპეცოპერაცია არაფერ შუაშია.
– ეს შეთანხმებული იქნებოდა, მაგრამ არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ, რუსეთთან. გახარიას გამოშვება ნიშნავს იმას, რომ ვადამდელი არჩევნები მზადდება.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა