პოლიტიკოსი ლევან კობერიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას შეცდომებზე საუბრობს:
– გახარიამ გადაჭარბებული მოლოდინი შექმნა. რეალურად გახარიას მართვის უუნარობა სწორედ ახლა აისახება შედეგებში. ახლა ვაქცინა რომ არ გვაქვს, ეს გახარიას შეცდომების ბრალიცაა.
– გახარია პასუხისმგებლობას გაექცა?
– რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით, ყველა გვეწინააღმდეგებოდა. საქართველოში შედეგებზე მსჯელობა გვიჭირს ხოლმე, უფრო ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი არასწორი ქმედებების შედეგია ეს ვითარება.
– გახარიამ მოსალოდნელი შედეგი იცოდა?
– მან უკვე დიდი ხანია იცოდა, რომ მისი გადადგომა გადაწყვეტილი იყო „ოცნებაში“ და, უბრალოდ, ელოდნენ ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ცვლილება ყველაზე მეტად იქნებოდა მისაღები. შესაბამისად, გახარიამ იცოდა მთელი ეს მოცემულობა და შემიძლია ვთქვა, რომ თავისი გუნდის წინაშე პასუხისმგებლობასაც გაექცა და ძალიან არასწორად მოიქცა.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა