გერმანიაში კოვიდით ინფიცირებამ 1 კვირაში 20%-ით მოიმატა

გერმანიაში კოვიდით ინფიცირებამ 1 კვირაში 20%-ით მოიმატაგერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გასულ კვირაში 20% -ით გაიზარდა, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ეპიდემიოლოგმა დირკ ბროკმანმა განაცხადა.

„ზუსტად მესამე ტალღის მიჯნაზე ვიმყოფებით. ამაზე დავა აღარ შეიძლება. ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები და ეს ექსპონენციალურ ზრდას აჩქარებს”, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, შეზღუდვის ზომების შემსუბუქება განსაკუთრებით უსარგებლო იყო ვირუსის ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით.

„აქ ეს შემსუბუქება სრულიად არარაციონალური იყო. ამან ექსპონენციალურ ზრდას მხოლოდ ხელი შეუწყო,“- აღნიშნა დირკ ბროკმანმა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გუშინ გერმანიის საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებების ექიმებმა განაცხადეს, რომ საჭიროა შეზღუდვების გარკვეული ზომების აღდგენა იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემიის მესამე ტალღა თავიდან აიცილოს.