საქართველოს სპორტული სამეჯლისო ცეკვების ლეგენდა და მოცეკვავის, გიგი გაჩეჩილაძის, დედა, ლარისა ქურდაძე გარდაიცვალა. გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და სპორტული ცეკვების ფედერაცია ავრცელებს – მათივე ცნობით, ლეგენდარული მოცეკვავე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
“საქართველოს ცეკვის და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს სახელით, მწუხარებას გამოვთქვამთ სტუდია ,,თელას” ერთერთი დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, ქალბატონ ლარისა ქურდაძე- გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო! ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და კოლეგებს!” – წერია განცხადებაში.
აი, რას ამბობდა გიგი გაჩეჩილაძე “სარკესთან” ინტერვიუში:
“დედაჩემი ყოველთვის სტუდიაშია, ბავშვების დასწრებას ამოწმებს, მამაჩემიც ხშირად მოდის, სამუშაო პროცესს აკვირდება და გარკვეული სიახლეები შემოაქვს. მამა მალე 80 წელს მიუკაკუნებს. დამიბერდნენ მშობლები”