პარტია “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალური მოლაპარაკებები გაგრძელდება.
“უნდა გავარკვიოთ, რა მასშტაბის შარში ვართ, როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას.
უნდა შევეცადოთ მოვიფიქროთ გამოსავალი, თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის მერე ნამდვილად არ ვიცი… “ქართულ ოცნებას” შევუთანხმდით და მათთან, უშუალოდ, დავიწყებთ საუბარს,”-აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა “დღის კურიერში”.

