გორში, კომბინატის დასახლებაში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
დაშავებული სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“კლინიკაში შეიყვანეს პოლიტრავმით, აღენიშნება მენჯის და ორივე ბარძაყის მოტეხილობა. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,” – აცხადებენ “გორმედში”.
დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

