ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. სტალინის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.
კლინიკის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად პაციენტს შესაბამისი კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
იპნ

