გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო, მდინარე მტკვარზე ხელოვნური კუნძული წარმოიქმნა, რომელზეც 6 მწყემსი ჩარჩა.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე – მაშველები შესაბამისი მცურავი საშუალებებით და მიმდინარეობს წყლის დონის მონიტორინგი.
მწყემსები, თხები და საქონელი ხელოვნური კუნძულიდან, ცუდი ხილვადობის გამო, სამაშველო ჯგუფს ვერ გამოჰყავს.
მწყემსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კარვებს მიაწვდის, სადაც მათ ღამის გათევა მოუწევთ.
მწყემსების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

