“იგეგმება ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის მკვლელობა” – ლევან მამალაძე ფარული ჩანაწერის გასაჯაროებით იმუქრება

"იგეგმება ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის მკვლელობა" - ლევან მამალაძე ფარული ჩანაწერის გასაჯაროებით იმუქრებაყოფილი მაღალჩინოსანი ლევან მამალაძე სოციალური ქსელში განთავსებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ საააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ფარულ ჩანაწერზე საუბრობს.

როგორც მამალაძე ამბობს, ექსპრეზიდენტი ქვეყანაში რევოლუციური ფონის შექმნის მიზნით ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავს.

„სააკაშვილი ადეიშვილთან საუბრისას ლაპარაკობს, რომ აქვს დაგეგმილი, განახორციელოს კონკრეტული ჟურნალისტების ერთგვარი მსხვერპლთშეწირვა – იგეგმება ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობა.

ჩანაწერში საუბარია, რომ უნდა განხორციელდეს გიორგი სანაიას მკვლელობის მსგავსი სცენარი, რათა გამოიწვიონ რევოლუციური პროცესები, რომ ჩამოშალონ ქვეყანა. უკანასკნელი სიტყვებით იხსენიებენ ოპოზიციას, ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელს, რომლებიც, მათი თქმით, ვერაფერს ვერ ახერხებენ და რევოლუციას ვერ აწყობენ იმ ჩანაწერების საფუძველზე და ვერ ახერხებენ გადააყენონ ახლადდანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი. საყვედურს გამოხატავენ: არაფრის თავი არ აქვთ მაგათო.

სააკაშვილი კონკრეტულ ინსტრუქციებს და დავალებებს იძლევა. ამ ჩანაწერების საფუძველზე, ის არის კონკრეტულად მკვლელობის შემსრულებლის ძიებაში.

მე მივიღებ ამ ჩანაწერების გასაჯაროებაზე თანხმობას, გამოვამზეურებ ამ ინფორმაციას და ყველა ყველაფერს დაინახავს,“ – ამბობს ვიდეომიმართვაში ლევან მამალაძე.

მეტრონომი