ინდონეზიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა – 27 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა - 27 ადამიანი დაიღუპაინდონეზიაში, დასავლეთ ჯავის პროვინციაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტობუსში საშუალო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. მათგან 39 გადარჩა. მაშველებმა გადარჩენილი ადამიანები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავი იყო.