იტალიაში ასტრაზენეკას ვაქცინით 65 წელს გადაცილებულ პირთა აცრის ნება დართეს

იტალიაში ასტრაზენეკას ვაქცინით 65 წელს გადაცილებულ პირთა აცრის ნება დართესიტალიამ ასტრაზენეკას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 65 წელს გადაცილებული პირებში გამოყენების ნებართვა გასცა.

ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა.

სამინისტროს განმარტებით, ვაქცინის მიღება შესაძლებელია იტალიაში 18 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის, გარდა იმ პაციენტებისა, რომლებიც კონკრეტული პათოლოგიების მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან.

ცნობისათვის, აქამდე იტალიის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციისთვის საკმარისი მონაცემები არ არსებობდა.

ცოტა ხნის წინ მსგავსი განკარგულება გასცა გერმანიის მთავრობამაც.