ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებს 2021 წელს დათანხმდა?!

ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებს 2021 წელს დათანხმდა?!ნიუპოსტის წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს პოლიტიკური კრიზისიდან სწრაფად გამოსვლა ურჩია, ხოლოს ამის ერთადერთ გზად, ვადამდელი არჩევნები მოსთხოვა და ისიც 2021 წელს.

სახელისუფლო წყაროს ცნობით, ივანიშვილი გზავნილს დათანხმდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ივანიშვილის მხრიდან უკანდახევის მიზეზი – სანქციების შიში თუ ქვეყანაში მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი პროტესტი, ფაქტია, შეერთებული შტატების ჩარევა ივანიშვილისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა,

როგორც ჩანს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის წაგების შემდეგ ივანიშვილის იმედების გაცრუების სერია ამით არ დამთავრებულა და ახლა იძულებულია, დათანხმდეს დასავლელ პარტნიორებს, რათა სანქციებს თავი აარიდოს.
რა იქნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი, კონკრეტულად უცნობია. “ქართულ ოცნებაში” ერთ-ერთ მიზეზად განიხილება ის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებშია და რაც, შესაძლოა იმ ზომამდე გაღრმავდეს, რომ ხელისუფლებას პენსიების გაცემის პრობლემაც კი დაუდგეს.

მმართველი გუნდის ნაწილი შეეცდება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კომპრომისულ ნაბიჯად შეფუთოს და ამით “ოცნების” ხელისუფლების დემოკრატიული იმიჯი შეინარჩუნოს.

ნიუპოსტი