“კალაძე თუ “ოცნებიდან” გაუშვეს, ახალ პარტიას შექმნის და მაგ საცოდავებს სულ წაართმევს ხმებს”

"კალაძე თუ "ოცნებიდან" გაუშვეს, ახალ პარტიას შექმნის და მაგ საცოდავებს სულ წაართმევს ხმებს"პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” კახა კალაძის პოლიტიკურ პერსპექტივებზე საუბრობს.

– ამბობენ, რომ “ოცნება” აღარ აპირებს, კახი კალაძე წარადგინოს თბილისის მერად, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა განიხილებაო. ამაზე რას იტყვით?

– კი ბატონო, მეც გავიგე ამის შესახებ. თუმცა მე არა მგონია, ამას აკეთებდნენ ისე, რომ კალაძე არ იყოს ამაზე თანახმა. თუ კალაძეს უნდა მერობა, ის დარჩება მერად! შესაძლოა კალაძეს პრემიერმინისტრობა უნდა სამომავლოდ და სულ სხვა მიმართულებით ფიქრობს.

– იქნებ საერთოდ უშვებენ?

– კალაძე თუ გაუშვეს, ის ახალ პარტიას შექმნის და სულ წაართმევს ხმებს მაგ საცოდავებს. კალაძე, გახარიასგან განსხვავებით, პოლიტიკაში დარჩება. კალაძე ძალიან ახლოს არის ივანიშვილის ოჯახთან. მას პირადად ბერა მფარველობს. მოგეხსენებათ,

– კალაძე მისაღები ფიგურაა ბიძინა ივანიშვილისთვისაც?

– ასეა. გარდა ამისა, კალაძემ მართლა გაამართლა, სხვა ფიგურებისგან განსხვავებით. 2012 წლის პოლიტიკური ფიგურებიდან, კალაძე ერთადერთი ფიგურა შემორჩა “ქართული ოცნებიდან”, ვინც არის დამოუკიდებელი, ხალხის მიერ არჩეული ფიგურა და მას თავში ასე მარტივად ვერავინ წამოარტყამს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, კალაძე თავისი ნებით წავა მერობიდან თუ მის ნებაზე ზემოქმედებას მოახდენენ. თუ თვითონ წავა, ე.ი. მას სხვა ამოცანები აქვს, თუ გაუშვეს, ის შექმნის ძლიერ პარტიას და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, ვადამდელი იქნება თუ ვადაზე ადრე, შეეცდება, ცალკე ითამაშოს. მაშინ ის აიღებს საკმაოდ სერიოზულ ხმებს “ქართული ოცნების” ამომრჩევლისას.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა