“კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა შეუძლია”

"კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა შეუძლია"ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” კახა კალაძის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს.

– მუდმივად არის საუბარი, რომ კალაძეს უნდა წასვლა “ოცნებიდან”, მაგრამ კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ და გუნდი არ აძლევს ამის შესაძლებლობას. ასეთი მოსაზრებაც იყო, რომ ბერა მფარველობს და ა. შ. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ?

– მე ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელიც შედარებით დამოუკიდებელია “ქართულ ოცნებაში”. ისევე, როგორც შედარებით დამოუკიდებელი იყო გახარია, რომელმაც მიიღო რთული გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ასევეა კალაძე. მას სურს, რომ დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს.

– ამით აიხსნება მისი განცხადება, რომ არჩევნებამდე თვენახევრით ადრე გადაწყდება, ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი?

– თუნდაც მისი პოზიცია მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. ცოტა განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა და რეალისტური მიდგომა ჰქონდა. შედარებით დამოუკიდებელი ფიგურაა, ვიდრე ღარიბაშვილი.

– რას გულისხმობთ მის შედარებით დამოუკიდებლობაში?

– იმას, რომ შესაძლოა ყველაფერში არ დაეთანხმოს არც ივანიშვილს და არც “ქართულ ოცნებას” და დააფიქსიროს საკუთარი განსხვავებული პოზიცია.

– შეუძლია ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა?

– კი, შედარებით დამოუკიდებელი ფიგურაა.

– ელოდებით, რომ უახლოეს პერიოდში გახარიასავით ისიც გაემიჯნოს გუნდს?

– კი, არ არის გამორიცხული. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს უკვე ექნებოდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ კალაძე იქნებოდა მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე. მით უმეტეს, რომ ახლოვდება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა