კასპში, ერთ-ერთ სასაფლაოზე 33 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ცხედარი ერთ-ერთმა მწყემსმა იპოვა. გარდაცვლილი კასპში მცხოვრები ნოდარ ღუნაშვილი, მეტსახელად ,,კონტარაა”. იგი ყოფილი მსჯავრდებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულება თვენახევრის წინ დატოვა.
მას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
გარდაცვლილის ნაცნობები მომხდარის ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.