ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულს მოუნდა

ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულს მოუნდაინგლისური მედია წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერა, შესაძლოა, ლივერპულში გააგრძელოს.
მერსისაიდელთა გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი რამდენიმე თვეა, ქართველ შემტევს აკვირდება, მის აგენტებთან სატრანსფერი საქმის წამოწყება კი კლუბის სკაუტებისთვის ესპანეთთან დიდებულად ჩატარებული მატჩის შემდეგ დაუვალებია.
„ხვიჩა ის ფეხბურთელია, ვინც კლოპის გემოვნებას აკმაყოფილებს. მწვრთნელს ის სადიო მანეს მემკვიდრედ ესახება. კვარაცხელია ახლა რუსეთში, ყაზანის რუბინის ღირსებას იცავს და ჩემპიონტში ერთ-ერთი საუკეთესოა. ქართველმა ფეხბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა ესპანეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველომ 1:2 დათმო. კვარაცხელიამ ჩინებული გოლი გაიტანა“, – წერს ივნინგ ექსპრესი და დასძენს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებისთვის ლივერპულს სხვა მდიდარ კლუბებთან მოუწევს კონკურენცია.