“კისერიც უტეხია, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია უგულავას” – ალეკო ელისაშვილი

"კისერიც უტეხია, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია უგულავას" - ალეკო ელისაშვილიწამოვიდეს უგულავა, გავაჩეროთ ხალხი, რას ეტყვიან მას და რას მეტყვიან მე, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ნებისმიერს კითხეთ რა კაცია გიგი უგულავა. 50 მილიონის მომპარავი ბიუჯეტის ქურდია, რომელმაც იკოტრიალა 3 წელი, დაირბილა გვერდები და შერჩა 50 მილიონი. წამოვიდეს უგულავა და ერთად გავაჩეროთ ხალხი, რას ეტყვიან მას და რას მეტყვიან მე. ნებისმიერ უბანში მზად ვარ უგულავასთან ერთად ვიარო. ჯერ რა მაგარია, ორჯერ ქალაქის მერი იყავი და ზუგდიდში იყრი კენჭს. კისერიც უტეხია, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია უგულავას”, – განაცხადა ელისაშვილმა.