კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ბრუნდება

კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ბრუნდებაევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

როგორც მიშელი აცხადებს, დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები.

“მე შევაფასე უკვე მიღწეული პროგრესი საქართველოში ჩვენი მედიატორობით სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან. დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება საქართველოში, რათა გააგრძელოს მედიაცია ყველა მონაწილე მხარესთან”, – წერს “ფეისბუქზე” მიშელი.