მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვალება 12:00 საათზე დაფიქსირდა.

ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.ის თბილისში, გვიან ღამით გადმოიყვანეს.