ჩანაწერებს ხელისუფლება ერთხელ უკვე გადაჰყვა,-ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ფარული ჩანაწერების მომზადების ბერკეტი როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც აქვს.
„ვფიქრობ, ნებისმიერი უკანონო ჩანაწერი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, უკანონო ჩანაწერს ვინც აკეთებს, რატომ აკეთებს? ეს არ უნდა წავახალისოთ. მერე ტელევიზიები რაღაცნაირად ახალისებენ ხოლმე. ჩანაწერებს ხელისუფლება ერთხელ უკვე გადაყვა. ვინ იწერს მერე საქართველოში? ვიცი, რომ კონკრეტულ პარტიებსაც შეუძლიათ ჩაწერა. აბსოლუტურად ყველას შეუძლია, ბერკეტები ყველას აქვს, აპარატურაც, გვარებიც ვიცი, ვისაც აქვს. ხელისუფლებასაც ოფიციალურად აქვს და ოპოზიციას არაოფიციალურად“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა და ამ კონტექსტში „ნაციონალური მოძრაობა“ ახსენა.
მან ე.წ. ციხის კადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა:
„ციხის კადრები რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ციხეში რომ ბევრი ცუდი ხდებოდა, მთავრობა ამას გადაყვა“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.
როგორც მან განმარტა, გავრცელებული ფარული ჩანაწერები არ მოუსმენია.
„მართლა არ მომისმენია და არც ვაპირებ, რომ მოვისმინო იმიტომ, რომ ეს ტელევიზიები ზოგჯერ ისეთ რამეს ავრცელებენ, ბევრ რამეზე ნდობა დაკარგული მაქვს. იმ პროცესებს, რასაც ვუყურებ, არ ვინტერესდები გარეთ რა ხდება, ეს პოლიტიკური პარტიები რას გააკეთებენ და რას არა. ჩაწერები ბევრს ეხერხება, რაც უნდა იყოს. ჩანაწერები არ მომისმენია და სავარაუდოდ, არც მოვისმენ“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.
იპნ

