“მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიკეთონ ვაქცინა” – რას ამბობდა მედდა მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდნამდე – ვიდეო

"მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიკეთონ ვაქცინა" - რას ამბობდა მედდა მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდნამდე - ვიდეოასტრაზენეკას ვაქცინის შემდეგ კომაში ჩავარდნილმა ექთანმა მეგი ბაქრაძემ ვაქცინის გაკეთებამდე 1 საათით ადრე განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი არ არის ისეთი საშიში, როგორც ამას ამბობენ. მედდამ ასევე აღნიშნა, რომ მრავალ მედიკამენტს შეუძლია უკუჩვენების გამოწვევა.

“ეს ვაქცინაცია გრძელდება, ჯანმომაც ასე გადაწყვიტა. მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიკეთოს ვაქცინა.

ზოგადად, ათას რამეს აქვს უკუჩვენება, ათას მედიკამენტს, ამიტომ არამგონია, ასეთი საშიში იყოს, როგორც ახლა ამბობენ. ყველას მოვუწოდებ გაიკეთოს ვაქცინა, “- აცხადებდა კლინიკა “იმედის” მედდა მეგი ბაქრაძე.