ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ სს “საქართველოს რკინიგზის” სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი გურამ გურამიშვილი დაინიშნა.
“გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995-2021 წლებში საქმიანობდა სს „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე”, – ვკითხულობთ სამინისტორს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი.
მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მთავარი

