ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ.
ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და მისი მოკავშირეები სავარაუდოდ, ისრაელის 120-ადგილიან პარლამენტში 52 ან 53 ხმის მოპოვებას შეძლებენ, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად არ არის საკმარისი.
ქვეყნის ოპოზიციური პარტიები დიდი ალბათობით, კოალიციის შექმნასა და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ.
ოფიციალურ შედეგებს ქვეყნის საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.
ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები მეოთხედ ჩატარდა. წინა არჩევნების დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში კოალიციის შექმნა შეძლო.

