საფრანგეთის პროკურატურამ ქართული წარმოშობის სამი მამაკაცი შეკვეთილ მკვლელობაში ამხილა.
Le Parisien -ის ცნობით, ოთხი შვილის დედა თვეზე მეტი დაკარგული იყო.
მისი ცხედარი რენეს მახლობლად, 19 მარტს იპოვეს.
42 წლის მაგალი ბლანდინის მკვლელობის შეკვეთისთვის პროკურატურამ ბრალი მის მეუღლეს ჯერემი გ-ს წარუდგინა, რომელთანაც ქალი განქორწინების პროცესში იყო. ასევე ბრალი წარედგინა სამ ქართველ ეჭვმიტანილს.

